ჟურნალი „საქართველოს საინჟინრო სიახლენი“ (სსს), Georgian Engineering News (GEN, ISSN 1512-0287 არის რეფერირებადი პერიოდული გამოცემა. გამოდის საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის და საქართველოს საინჟინრო აკადემიის ეგიდით. მასში იბეჭდება საინჟინრო დარგის ორიგინალური, თეორიული და ექსპერიმენტალური შრომები. სტატიები მიიღება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, ნაშრომი გამოქვეყნდება ორიგინალის ენაზე. სამეცნიერო ნაშრომის გაფორმების წესი:
• სტატია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ავტორის/ავტორების სახელს, მამის სახელს, გვარს; სტატიის დასახელებას და ორგანიზაციის დასახელებას სადაც არის შესრულებული სამუშაო; სტატიას უნდა ჰქონდეს რეზიუმე, საკვანძო სიტყვები, მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 5 გვერდი
• ინგლისური და რუსული ტექსტის შრიფტი კი უნდა იყოს: – ფონტი Times New Roman, ზომა 12
• ნაშრომი სრულდება A4 ფორმატის ქაღალდის 1,5 ინტერვალით ნაბეჭდი ტექსტით (მინდვრები 2 სმ.), ზომა 12. ნახაზების, გრაფიკების, ცხრილების და ლიტერატურის ჩამონათვალით
• სტატია შესრულებული უნდა იყოს DOC ფაილის სახით (MS -Word) ჩაწერილი ნებისმიერ მაგნიტურ მატარებელზე
• ქართული ტექსტისთვის გამოიყენეთ ფონტი Sylfaen, ზომა 12
სტატიას უნდა ახლდეს:
• ანოტაცია არის სტატიის შინაარსისა და მასში გადმოცემული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციის წყარო
• ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე (100–150 სიტყვა)
ანოტაცია უნდა იყოს:
• ინფორმაციული (არ უნდა შეიცავდეს ზოგად სიტყვებსა და ფრაზებს)
• უნდა იყოს აღნიშნული, მოცემული სტატიის აქტუალურობა